აშშ–მ სახელმწიფო დაცვის სამსახურს 450 000 დოლარის დახმარება გადასცა

აშშ-ს საელჩომ თბილისში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 450 000 აშშ დოლარის თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობა გადასცა.


აშშ-ს მთავრობამ ეს აპარატურა შეიძინა ამ უწყებისათვის, რათა ხელი შეუწყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ქმედითუნარიანობის გაზრდას. აპარატურა შეიცავს ავტომანქანის, ასევე სამედიცინო და სახანძრო აღჭურვილობას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)