ნოღაიდელი გაზსადენის შესაძლო პრივატიზებაზე კომენტარს აკეთებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 13 იანვარს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიერ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის წინააღმდეგი იქნება.
მისი თქმით, გადაწყვეტილება გაზსადენის რუსული ენერგოკომპანია “გაზპრომი“-სთვის მიყიდვის თაობაზე ჯერ მიღებული არ არის.
“ჩვენ ჯერ არ გვიმსჯელია მათ [“გაზპრომის”] წინადადებებზე. ამაზე მეტის თქმა ამ ეტაპზე ჯერ ნამდვილად არ შეიძლება. არც ფასებზე და არც ერთ სხვა საკითხზე დღეს საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
“ამერიკის პოზიცია ყოველთვის იყო გაზსადენის გაყიდვის საწინააღმდეგო. საქართველო იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)