გელა ბეჟუაშვილი სომხეთს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 16-17 იანვარს სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რობერტ ქოჩარიანთან, პრემიერ-მინისტრთან ანდრანიკ მარგარიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ვარდან ოსკანიანთან, თავდაცვის მინისტრთან სერჟ სარგისიანთან.
ვიზიტის დროს განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციისა და სხვა საკითხები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)