კოკოითი: სამხრეთ ოსეთში “რევოლუციები“ მოსალოდნელი არ არის
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 14 იანვარს განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 2006 წლის ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არ გადაიქცევა “ვარდების“ ან “ნარინჯისფერ“ რევოლუციად.
“არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც ელიან “ნარინჯისფერ“ ან “ვარდების“ რევოლუციას სამხრეთ ოსეთში. მაგრამ მინდა მათ იმედი გავუცრუო: აქ ეს სცენარი ვერ განხორციელდება. თუმცა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი პროვოკაციისთვის“, – განუცხადა კოკოითმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, 2006 წელი მნიშვნელოვანია ცხინვალისთვის და “მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძენი ერი ამ გამოცდას ჩააბარებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)