ტელეკომპანია “ალანიამ“ ცხინვალში მაუწყებლობა განაახლა

ტელეკომპანია “ალანიამ“, რომელსაც გასულ კვირას ცხინვალში მაუწყებლობა ჩაუხშვეს, 15 იანვარს ახალ სიხშირეზე გადასვლის შემდეგ მაუწყებლობა განაახლა.


15 იანვარს ტელეკომპანიამ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივნის ჯემალ ქარქუსოვის ინტერვიუ გაუშვა.


ქარქუსოვმა, რომელიც ცხინვალის ციხიდან გასული წლის ნოემბერში ქართული სპეცსამსახურების დახმარებით გამოიქცა, სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი სამხრეთ ოსეთის ხალხის “ინტერესების უგულვებელყოფაში“ დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)