ტალიავინიმ და ბაღაფშმა გალის რაიონში შექმნილი ვითარება განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ჰეიდი ტალიავინიმ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან სოხუმში გამართულ შეხვედრაზე გალის რაიონში შექმნილი მძიმე ვითარება განიხილა, იუწყება 18 იანვარს “აფსნიპრესი“.


ჰეიდი ტალიავინი გამოვიდა ინიციატივით უახლოეს მომავალში ქართული და აფხაზური მხარეების მონაწილეობით ჭუბურხინჯში გაიმართოს შეხვედრა, სადაც განიხილება გალის რაიონში უსაფრთხოების საკითხები.


ბოლო პერიოდში გალის რაიონში კრიმინოგენული სიტუაცია გამწვავდა, გახშირდა თავდასხმები და ადამიანთა გატაცების ფაქტები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)