ბურჯანაძე საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებზე საუბრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ორი გაზსადენის და ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქება „წინასწარ განზრახული პროვოკაცია“ იყო საქართველოს წინააღმდეგ.
„პანიკის საბაბი არ არსებობს. ჩვენ მტრებს სურთ, რომ პანიკა გამოიწვიონ, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ… მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემთხვევითი [აფეთქებები] არ იყო. შეუძლებელია შემთხვევითი იყოს, როდესაც ერთდროული აფეთქებები ხდება ორ გაზსადენზე და ელექტროხაზზე. ეს არის წინასწარ განზრახული პროვოკაცია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)