რუსეთის საგარეო უწყება: თბილისის რეაქცია „ისტერიაა“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს განაცხადა, რომ თბილისის რეაქცია ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენზე მომხადარ აფეთქებაზე, რის შედეგადაც საქართველოს გაზის მიწოდება შეუწყდა, „ისტერია და ვაკჰანალია“ იყო, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟში დაადანაშაულა და მოსკოვს „უპრინციპო შანტაჟისტი“ უწოდა.
22 იანვარს რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ცინიკურია“ იმის თქმა, რომ რუსეთმა მოაწყო ტერორისტული აქტი თავის საკუთარ ტერიტორიაზე.
„გარეშე მტრის ძიების მცდელობას იმისათვის, რომ გავამართლოთ ჩვენი უსუსურობა ჩვენივე სახელწიფოს ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, კარგი რამ არასოდეს მოუტანია“, – ნათქვამია განცხადებაში.
„თუ თბილისმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა გაიუარესოს რუსეთთან ურთიერთობები, [საქართველოს ხელისუფლებამ] ალბათ შეაფასა ამგვარი პოლიტიკის ყველა შესაძლო შედეგები“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)