რუსეთმა დაზიანებული გაზსადენის აღდგენა დაიწყო
ჩრდილოეთ ოსეთში მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, იტყობინება „რია ნოვოსტი“ ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.
„ინტერფაქსის“ ცნობით, 24-საათიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
ჩრდილოეთ ოსეთში ორი, მაგისტრალური და სარეზერვო, გაზსადენები 22 იანვარს გამთენიისას აფეთქდა, რის შედეგადაც საქართველოს და სომხეთს გაზის მიწოდება შეუწყდა.
რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სარეზერვო გაზსადენი საკმაოდაა დაზიანებული და მისი სრული რეაბილიტაცია ალბათ შეუძლებელი იქნება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგისტრალური გაზსადენის აღდგენას ოთხი დღე დასჭირდებოდა.
ამავდროულად, საქართველომ გაზის იმპორტი აზერბაიჯანიდან დაიწყო, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ არის საქართველოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ქონების განზრახ დაზიანების“ მუხლით.
აფეთქების სიმძლავრემ 700–800 გრამ ტროტილს უდრიდა, განუცხადა „ინტერფაქს“ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკოლაი შეპელმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)