რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში ენერგოობიექტების დაცვას აძლიერებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ანაროლი პატრუშევს გააძლიეროს ჩრდილოეთ კავკასიაში ენერგოობიექტების დაცვა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენი და ყარაჩაი-ჩერქეზეთში ელექტროგადამცემი ხაზი აფეთქდა, იტყობინება „ინტერფაქსი“ 23 იანვარს.


პუტინმა რუსეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება აფეთქების ფაქტებზე და დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს რაშიდ ნურგალიევს დაეხმაროს გენერალურ პროკურატურას გამოძიებაში.

This post is also available in: English (ინგლისური)