გაზის მიწოდება სამშაბათს აღდგება
სავარაუდოდ, გაზის მიწოდება საქართველოსთვის ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე გაზსადენის მეშვეობით 24 იანვარს აღდგება, განუცხადა „ინტერფაქსს“ რუსეთის გაზის ტრანსპორტირების კომპანიის „კავკაზტრანსგაზ“-ის წარმომადგენელმა.
რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სამხრეთ ფედერალურ ოლქში დიმიტრი კოზაკმა მანამდე განაცხადა, რომ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია 23 იანვარს დასრულდებოდა.
ორი გაზსადენი – ერთი მაგისტრალური და მეორე სარეზერვო – 22 იანვარს გამთენიისას აფეთქდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)