ელექტროენერგია მოსახლეობას კვლავ შეზღუდვებით მიეწოდება

თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დროისათვის მცირე შეზღუდვებით მიეწოდება. შეზღუდვები ვრცელდება ასევე საქართველოს ზოგიერთ რეგიონზე.


კომპანია “თელასის“ ინფორმაციით, მე-9 ენერგობლოკზე სარემონტო სამუშაოები დღეს დასრულდება და მისი ჩართვა ირანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის შემოსვლის შემდეგ განხორციელდება, რაც დედაქალაქის ელექტროენერგიით სრულად მომარაგებას უზრუნველყოფს.


სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზ “იმერეთზე“, რომელიც ქარბუქის გამო 26 იანვარს გაითიშა.


დღესვე ბოლნისიდან თერჯოლაში მოხდება ახალი ანძის გადატანა და დამონტაჟება. სავარაუდოდ, “იმერეთის“ ხაზი სისტემაში 4-5 დღეში  ჩაირთვება და აღდგება ელექტროენერგიის მოწოდება დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)