საქართველო და ევროკავშირი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას განიხილავენ

8 მარტს ბრიუსელში გაიმართება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული კონსულტაციების მეორე რაუნდი, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი ხელმძღვანელობს.


მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გასული წლის ნოემბერში თბილისში გაიმართა.


საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკას 2004 წლის ივნისში სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად შეუერთდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)