ბრიუსელში IPAP-ის შეფასების დოკუმენტის პირველადი განხილვა შედგა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 აპრილს ნატო-ს შტაბბინაში, 26+1 ფორმატში საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) იმპლემენტაციის შეფასების დოკუმენტის პირველადი განხილვა გაიმართა, რომელსაც  თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა კუდავა დაესწრო.


სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ხაზგასმით აღინიშნეს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თავდაცვის სფეროს რეფორმირების საკითხში და წარმატებით სრულდება IPAP-ით გათვალისწინებული ვალდებულებები.


IPAP-ის იმპლემენტაციის შეფასების დოკუმენტის დასკვნითი განხილვა და დამტკიცება ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC) სხდომაზე 13 აპრილს შედგება, რომელსაც  დაესწრებიან  საქართველოს თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრები და სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

ამ სხდომის შედეგები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქართველოს შანსებს გახდეს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) წევრი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)