ქართული მხარე ცხინვალში დაგეგმილ შსკ-ს სხდომაში მონაწილეობას აპირებს
ქართული მხარე თანახმაა 11-12 მაისს ცხინვალში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მიიღოს მონაწილეობა. სხდომის ჩატარების ინიციატივით ცხინვალი გასულ კვირას გამოვიდა.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შსკ-ს სხდომაზე განიხილება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით ერთობლივი პროგრამის საკითხი, რომელსაც სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს.
ქართული მხარე ამ სამუშაო ჯგუფის დასაკომპლექტებლად 6-8 კანდიდატურას წარადგენს. სავარაუდოდ, თავიანთ კანდიდატურებს წარმოადგენენ ასევე შსკ–ს სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეებიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)