ბურჯანაძე ოქრუაშვილის გამონათქვამების გამო ბოდიშს იხდის

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე “ვრემია ნოვოსტეი”–ში 4 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში რუსეთის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გამონათქვამების გამო, რომელმაც განაცხადა, რომ “რუსეთში ფეკალური მასაც რომ გაიტანო, ისიც კი გაიყიდება“.


“რაც არ უნდა განაწყენებული იყო იმ პოლიტიკით, რასაც რუსეთის საქართველოს მიმართ ატარებს, არ შეიძლება ასეთი გამონათქვამების გამოყენება. ჩვენმა მინისტრმა ცოტა ემოციურად გამოთქვა თავისი შეხედულებები, არაკორექტულად, რაც მას არ უნდა გაეკეთებინა… სხვა საქმეა, როცა ღვინის კრიზისში პოლიტიკურადაც და მორალურადაც ჩვენ მართლები ვართ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)