მართლმადიდებლური ეკლესია “და ვინჩის კოდის“ წინააღმდეგ პროტესტს უერთდება

ათობით ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი 18 მაისს კინოთეატრ “რუსთაველის“ წინ შეიკრიბა, რათა პროტესტი გამოეხატა ფილმ “და ვინჩის კოდის“ ჩვენების წინააღმდეგ.


ფილმის ჩვენებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოუწოდა მორწმუნე ქრისტიანებს “თავი შეიკავონ“ ფილმის ნახვისგან.


საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დავით შარაშენიძემ განაცხადა, რომ ფილმი “მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს“.    


კინოთეატრის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით “ამ ფილმის ნახვა ქრისტეს მეორედ ჯვართცმაა“.


საპროტესტო აქციას ასევე შეუერთდა რამდენიმე ოპოზიციონერი ლეიბორისტული პარტიიდან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)