სააკაშვილის ახალი მრჩეველი თბილისში ჩამოვიდა
დღეს თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რეფორმების განხორციელების საკითხებში, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი ჩამოვიდა. ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
მარტ ლაარი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად მაისში დაინიშნა.
ამჟამად, მარტ ლაარი პარლამენტარია ნაციონალურ-რადიკალური პარტიიდან. მას ორჯერ ეკავა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 1992-1994 და 1999-2002 წლებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)