საქართველოს ტერიტორია კიდევ ერთმა რუსულმა ეშელონმა დატოვა

დღეს ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზიდან გამოტანილმა ათმა ტანკმა T-72-მა წალკის რკინიგზის სადგური დატოვა და აზერბაიჯანის გავლით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქის ბაზიდან რუსული სამხედრო ტექნიკის წალკაში გადაადგილება თითქმის ყოველდღიურად ხდება, რის შემდეგაც ეშელონები რუსეთში მიემგზავრება.


სამხედრო ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილების პროცესს ქართულ-რუსული ერთობლივი კომისია აკონტროლებს.


შეთანხმების მიხედვით ახალქალაქის სამხედრო ბაზის საქართველოდან სრულად გაყვანის პროცესი 2007 წელს უნდა დასრულდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)