ალასანიამ და ანთაძემ რუსეთის საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართეს

6 ივნისს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ანდრეი დენისოვთან შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ცალკეულ ასპექტებს, ასევე დსთ-სთან დაკავშირებულ საკითხებს და ორი ქვეყნის თანამშრომლობას გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.


აღნიშნული შეხვედრა წინ უსწრებდა 13 ივნისს სანკტ-პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მაღალი დონის შეხვედრას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)