აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში, რომელიც სამუშაო ვიზიტით ცხინვალში იმყოფება, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 6 ივნისს.


აფხაზეთის დელეგაცია თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში აფხაზეთის წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გახსნაში მონაწილეობს.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ორი თვითგამოცხადებული რეგიონის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.    


ამავდროულად, საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“ იტყობინება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ჯიოევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მოსალოდნელია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საელჩოების გახსნა ორ თვითგამოცხადებულ რეგიონში.   



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)