სეპარატისტი ლიდერები პუტინი-სააკაშვილის შეხვედრაზე კომენტარს აკეთებენ
6 ივნისს ცხინვალში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრის გადამეტებულად შეფასება არ ღირს.
“ეს არის ნორმალური, პოლიტიკური პროცესი… როგორც ჩანს, არსებობს რამდენიმე ეკონომიკური საკითხი, რომელიც საქართველომ რუსეთთან უნდა განიხილოს – ღვინის, მინერალური წყლების და სხვა საკითხების ჩათვლით. ეს არის ნორმალური სამუშაო შეხვედრა და არაფერს ზებუნებრივს მისგან არ ველით“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ცხინვალში ვიზიტის დროს.
“არ არის საჭირო ამ შეხვედრის განხილვა რუსულ-სამხრეთ ოსური ან რუსულ-აფხაზური ურთიერთობების პრიზმაში. რუსეთსა და საქართველოს შორის ბევრი პრობლემა არსებობს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ რუსეთი და საქართველო საერთო ენას გამონახავენ… ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას კავკასიაში“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)