სააკაშვილი არჩევნების დანიშვნას არ ჩქარობს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომეტარი გააკეთა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ “ჯერ კიდევ დიდხანს არჩევნების დანიშვნას არ აპირებს“.
“არჩევნები უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა. მე ჯერ კიდევ დიდხანს არჩევნების დანიშვნას- ნუ ნერვიულობს ნურავინ- არ ვაპირებ. იმდენია ამ ქალაქში გასაკეთებელი, რომ შეუძლიათ ცოტა დაწყნარდნენ, იმიტომ რომ ცოტა ხანი მოცდა მოუწევთ. ჯერ საქმეა გასაკეთებელი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ეს განცხადება 6 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთან დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობების მონახულების დროს გააკეთა.
აპრილში საქართველოს პრეზიდენტმა უარყო ხმები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდებოდა შემოდგომაზე, სავარაუდოდ ნოემბერში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)