ჩოგოვაძე ერაყის ეკონომიკური განვითარებისადმი მიძღვნილ გამოფენას ესწრება თურქეთში
ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე თურქეთის ქალაქ გაზიან-თეფაში იმყოფება, სადაც 7-11 ივნისს ერაყის საერთაშორისო გამოფენაში – “Expo Gateway to Iraq 2006” იღებს მონაწილეობას. გამოფენა ერაყის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას ეძღვნება.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩოგოვაძე ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თურქეთის სახელმწიფო მინისტრს ქურშად თუზმენს შეხვდება. მინისტრები შეხვედრისას იმ დეტალებს განიხილავენ, რომლის გათვალისწინებით ქართული მხარე მონაწილეობას მიიღებს ერაყის ეკონომიკური რეაბილიტაციის საქმეში, კერძოდ კი მშენებლობებში. ასევე განიხილება ერაყში სასმელი წლის ექსპორტის საკითხიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)