ალასანიას მოხსენება პარლამენტში გადაიდო
პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანია ინფორმაციას აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის რეალიზაციის დეტალური საგზაო რუკის პრინციპების თაობაზე დეპუტატებს 9 ივნისს მიაწვდის.
თავდაპირველად, მოსმენა 8 ივნისს იგეგმებოდა. მისი გადადების მიზეზი უცნობია.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 1 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის წინადადებები სამშვიდობო გეგმის თაობაზე ვერ შეუწყობს ხელს ორი მხარის პოზიციების დაახლოებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)