სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერმა მოსკოვში საინვესტიციო პროექტები განიხილა
მოსკოვში ვიზიტის დროს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა შესაძლო საინვესტიციო პროექტები, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობის პროექტი, განიხილა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 12 ივნისს.
მოროზოვის თქმით, გაზსადენის პროექტების დეტალებთან დაკავშირებით, მან მოლაპარაკებები გამართა “გაზპრომის“ წარმომადგენლებთან. მან აღნიშნა, რომ მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და სავარაუდოდ, ერთი წელი გაგრძელდება.
მოროზოვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს სამხრეთ ოსეთში სარელეო კავშირის შექმნის თაობაზე, რომელიც საერთაშორისო სატელეფონო ზარებს გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო ზარებზე ტარიფების შემცირებას. თუმცა მან არ დააკონკრეტა, თუ რომელ კომპანიასთან მოაწერა ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)