გამოკვლევის თანახმად, საქართველომ შეიარაღების დაფინანსება საგრძნობლად გაზარდა
საქართველოს დაფინანსება შეიარაღებაზე 143%-ით გაიზარდა და 2005 წელს 146 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე დიდი ზრდაა მსოფლიო მასშტაბით, აცხადებს სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (SIPRI) თავის ყოველწლიურ კვლევაში, იტყობინებოდა Reuters-ი 12 ივნისს.
ინსტიტუტმა ასევე აღნიშნა შეიარაღებაზე დანახარჯების ზრდა სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ სახელმწიფოში: აზერბაიჯანში – 51%-ით და სომხეთში – 23%-ით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)