სააკაშვილი პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სანკტ-პეტერბუგრში გაემგზავრება, სადაც თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს. შეხვედრა საღამოს 20 საათზეა დაგეგმილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა სეპარატისტული კონფლიქტები იქნება.
“ჩვენი ამოცანა არის, მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მოხდება და არ მოხდება ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. არის საკითხები, სადაც კომპრომისი შეუძლებელია და ასეთი მთავარი საკითხი არის საქართველოს მთლიანობა და საქართველოს ევროპულ-დასავლური ორიენტაცია“, – განაცხადა პარლამენტარმა, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)