რუსული სამხედრო ტექნიკის გატანა გრძელდება
დღეს წალკიდან აზერბაიჯანის გავლით რუსეთში 20 ვაგონისაგან შემდგარი სამხედრო ეშელონი გაემგზავრა, საიდანაც 19-ში ჩატვირთული იყო ათი ქვეითთა საბრძოლო მანქანა (BMP), ბორბლიანი ბრონირებული საბრძოლო სადაზვერვო ავტომანქანა (BRDM) და მუხლუხოვანი მსუბუქი დაჯავშნული გამწე (MT-LB), ხოლო ერთ ვაგონში ამ ტექნიკისთვის განკუთვნილი ტყვიამფრქვევები იყო მოთავსებული.
დღესვე, დილით ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან გიუმრის მიმართულებით კიდევ ხუთი “კამაზი“ გავიდა, რომლებშიც 100 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები იყო მოთავსებული.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე ახალქალაქიდან წალკისკენ ექვსი ზილ-131 და ორი ურალის ტიპის ავტომანქანა დაიძრა. წალკაში ავტომანქანები ტექნიკით დაიტვირთება და 19 ივნისს საქართველოს ტერიტორიას დატოვებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)