ბურჯანაძე სააკაშვილი–პუტინის შეხვედრის წინ კომენტარს აკეთებს
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საღამოს სანკტ–პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა კონფლიქტებთან დაკავშირებული კონკრეტული შედეგით დასრულდება, თუ რუსეთი “პოლიტიკურ ნებას გამოხატავს”.
ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მაღალი დონის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოში არსებული კონფლიქტები იქნება.
“განსაკუთრებით ე.წ სამხრეთ ოსეთი, იმიტომ, რომ იქ შეიძლება ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით რუსეთის მხრიდან და კონკრეტული მოლაპარაკებებით ძალიან მალე დაიძრას სამშვიდობო პროცესი“, – განუცხადა ბურჯანაძემ 13 ივნისს ჟურნალისტებს.
მან “სამართლიანი“ უწოდა თბილისის მოთხოვნებს რუსეთის მიმართ, რომელიც “არ სცდება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)