ენერგო ობიექტებზე პრივატიზაციამ “დიდი ინტერესი“ გამოიწვია
16 ივნისს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილ სამ ელექტროგამანაწილებელ კომპანიასა და ექვსი ჰიდროელექტროსადგურის შესყიდვით დაინტერესებული კომპანიების განაცხადების მიღება იწურება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, “ძალიან დიდი დაინტერესებაა“ ამ ობიექტების შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა სამინისტრო, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე, დაინტერესებული კომპანიებს და არც მათ რაოდენობას არ ასახელებს.
“ამის იურიდიული უფლება ჯერ არ გაგვაჩნია, თუმცა დაინტერესება ძალიან დიდია“, – განუცხადეს “სივილ ჯორჯიას“ ეკონომიკის სამინისტროში.
სამინისტრომ სამ ელექტროგამანაწილებელ კომპანიასა და ექვს ჰიდროელექტროსადგურზე საპრივატიზაციო განაცხადების მიღება 16 მაისს დაიწყო.
მთლიანად ობიექტების საერთო საწყისი ფასი 119 მილიონი აშშ დოლარი იქნება. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში წარმოდგენილია:
“საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია” – 30 000 000 აშშ დოლარი;
“აჭარის ენერგოკომპანია” – 5 000 000 აშშ დოლარი;
“კახეთის ენერგოდისტრიბუცია” – 2 000 000 აშშ დოლარი;
“ლაჯანურჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 112.5 მვტ. საპრივატიზაციო ფასი – 26 000 000 აშშ დოლარი;
“რიონჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 48 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 14 000 000 აშშ დოლარი;
“გუმათჰესების კასკადი“- დადგმული სიმძლავრე – 66.5 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 12 000 000 აშშ დოლარი;
“შაორჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 38.4 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 12 000 000 აშშ დოლარი;
“ძევრულჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 80 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 14 000 000 აშშ დოლარი;
“აწჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 16 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 4 000 000 აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)