პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში შეხვედრები გამართა

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნორაიდელი 14 ივნისს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჰავიერ სოლანას შეხვდა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები, ისაუბრეს აგრეთვე საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ევროკავშირის აქტიურ როლზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირებაში.


ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი საკითხია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება.


14 ივნისს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ასევე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალესანდრო მინუტო რიცოსთან, სადაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვობაზე და ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) წარმატებით დასრულების შემდეგ ინტეგრაციის ახალ ეტეპზე – გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე (MAP) სწრაფ გადასვლაზე გაკეთდა აქცენტი.

ზურაბ ნოღაიდელმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსეთის დონორთა კონფერენციაში, რომელიც ეუთოს ეგიდით გაიმართა და სადაც ცხინვალის რეგოინის ეკონომიკური რეაბილიტაციის მიზნებზე 10 მლნ ევროზე მეტის გამოყოფა გადაწყდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)