ევროკავშირი და საქართველო სამოქმედო გეგმას “რამდენიმე თვეში“ მოაწერენ ხელს
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ 14 ივნისს რადიო “თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმებს საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან “რამდენიმე თვეში“ მოეწერება ხელი.
მან განაცხადა, რომ მხოლოდ უმნიშვნელო საკითხების შეთანხმება რჩება საქართველოსთან, თუმცა იქვე დასძინა, რომ მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან უფრო რთულად მიდის, რადგანაც არსებობს შეუთანხმებლობა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით.
“თუმცა ერთის შეფერხება არ იმოქმედებს მოლაპარაკებების პროცესზე სხვებთან“, – დასძინა სემნებიმ.
This post is also available in: English (ინგლისური)