ცხინვალში შსკ-ს თანათავმჯდომარების შეხვედრა შედგება
22 ივნისს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც შსკ-ს ოთხივე მხარის (ქართული, სამხრეთ ოსური, ჩრდილოეთ ოსური, რუსული) თანათავმჯდომარეები დაესწრებიან, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება და 14 ივნისს ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება განიხილება, რომელიც სარეაბილიტაციო პროექტებზე დასავლელი დონორების მხრიდან 7,9 მლნ ევროს გამოყოფას გულისხმობს.
ასევე 22 ივნისს, შესაძლებელია, რომ ცხინვალში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მიხეილ მინძაევის შეხვედრაც შედგეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრისთვის ყველაფერი მზად არის, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მინისტრმა მერაბიშვილმა უნდა მიიღოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)