ბოკერია: ოპოზიცია კვლავ შანტაჟის ენით საუბრობს
მმართველი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია კვლავაც შანტაჟის ენით საუბრობს და “აქედან არაფერი არ გამოვა“.
დღეს შვიდი ოპოზიციური პარტიის – ახალი მემარჯვენეების, რესპუბლიკელების, თავისუფლების, კონსერვატორების, ლეიბორისტების, მრეწველებისა და სახალხო ფორუმის – ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც თბილისის საკრებულოს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება იგეგმება.
“თუ რომელიმე ამ ოპოზიციური პარტიების ნაწილს არ სურს არჩევნებში მონაწილეობა, ეს მათი გადასაწყვეტია, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ სხვები. წმინდა ადგილი ცარიელი არასოდეს არ რჩება“, – განუცხადა გიგა ბოკერიამ 30 ივნისს ტელეკომპანია “იმედს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)