შსს ემზარ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100 ათას ლარს აწესებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ემზარ კვიციანის და მისი დისშვილის ბაჩო არღვლიანის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ფულად ჯილდოს 100 ათას ლარს აწესებს.


უკვე გამოცხადებულია ძებნა ემზარ კვიციანზე და მის დისშვილზე, რომლებიც, სავარაუდოდ, კოდორის ხეობის ტყეებში აფარებენ თავს. ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები მათ დასაკავებლად.


26 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ემზარ კვიციანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იარაღის უკანონო ტარებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მუხლებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)