კოკოითი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი დენისოვს შეხვდა, რომლის დროსაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილეს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


დენისოვმა და კოკოითმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია “გააქტიურდეს კონფლიქტის დარეგულირებისთვის საჭირო ეფექტური გადაწყვეტილებების ძიება” შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში.  

ამასობაში, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, 28 ივლისს კონფლიქტის ზონაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, ინტყობინება სააგენტო “რია ნოვოსტი.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)