სოხუმი კვიციანისთვის თავშესაფრის მიცემის ფაქტს უარყოფს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა უარყო საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები, რომ ემზარ კვიციანმა თავი აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარა.


“მათ უკეთესია კვიციანი საქართველოში ეძებონ. ის არასდროს ყოფილა, არ არის და არც იქნება აფხაზეთში“, – განაცხადა სოსნალიევმა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)