ანთაძემ ცხინვალში შეხვედრები გამართა
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე დღეს ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც თვითგამოცხადებული რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბორის ჩოჩიევს და შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერაბ ანთაძის ვიზიტი, რომელიც სახელმწიფო მინისტრის რანგში პირველია, გაცნობით ხასიათს ატარებდა.
ჩოჩიევის განცხადებით, შეხვედრის აუცილებლობა არსებობდა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის ჩატარების წინ, რომელიც სავარაუდოდ მოსკოვში აგვისტოს პირველ ნახევარში გაიმართება, იუწყება 1 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)