ბეჟუაშვილი უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგასთან ბორის ტარასიუკთან 8 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ შეხვედრაზე დემოკრატიისა და ეკონომიური განვითარების ორგანიზაცია – სუამი-ის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი) მინისტრთა საბჭოზე, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სექტემბერში გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)