ბეჟუაშვილი ზემო ლარსის გახსნის გაჭიანურებას აპროტესტებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა რუსეთის მიერ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახნის გაჭიანურების გამო პროტესტი გამოთქვა.
„ის დარღვევით დაიკეტა და დღესაც რუსეთი არღვევს თავის პირობებს, რომ ქართულ მხარეს ტრანსფარენტულად, ღიად დაუფიქსიროს, თუ როდის გაიხსნება გზა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გელა ბეჟუაშვილმა 14 აგვისტოს.
რუსეთმა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 8 ივლისს სარემონტო სამუშაოების მოტივით დაკეტა. თუმცა, ქართულმა მხარემ დაგმო ეს გადაწყვეტილება და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)