პოპოვი: რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხის დაყენება ნაადრევია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული მხარის წარმომადგენლის იური პოპოვის განცხადებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითის დაყენება ჯერ ნაადრევია.
„კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოების გაყვანის შესახებ საკითხის დაყენება, იმ პირობებში, როცა მხარეებს შორის ელემენტარული ნდობა არ არსებობს, თავისთავად აბსურდული და ნაადრევია“, – იუწყება 16 აგვისტოს „ინტერფაქსი“ პოპოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, რუსეთი სამშვიდობო ოპერაციებს საკამაოდ ეფექტურად მიიჩნევს. ამავე დროს პოპოვი არ გამორიცხავს, რომ 17-18 აგვისტოს მოსკოვში დაგეგმილ შსკ-ს სხდომაზე ქართული მხარე სამშვიდობოების გაყვანის და სამშვიდობო ფორმატის შეცვლის საკითხს დააყენებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)