ანთაძე: შსკ-ს მოსკოვის სხდომა გადამწყვეტია
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ შერეული საკონტროლო კომისიის მიმდინარე სხდომა გადამწყვეტი იქნება, რომელმაც უნდა „განსაზღვროს [კონფლიქტის] მოგვარების მომავალი“, იტყობინება „ინტერფაქსი“ 17 აგვისტოს.
შსკ-ს სხდომა ქართული, რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური მხარეების მონაწილეობით 17-18 აგვისტოს მოსკოვში იმართება.
„ამ სხდომის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივებსა და მომავალზე“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)