ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ნაწილობრივ ამოქმედდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ჩეჩელაშვილის ინფრომაციით, დღეიდან 3 სექტემბრამდე ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მსუბუქი ავტომანქანებისთვის გაიხსნა.
 
ამის შესახებ დღეს რუსულმა მხარემ ოფიციალურად აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
 
„ჩვენ მომხრე ვართ რათა სრულფასოვნად აღდგეს აღნიშნული სასაზღვრო პუნქტის ფუნქციონირება, რათა საქართველო რუსეთის და მესამე ქვეყნის მოქალაქეებს მიეცეთ საზღვრის ნორამლური და კანონიერი გადაკვეთის საშუალება“, – განაცხადა 30 აგვისტოს გამართულ პრესკონფერნციაზე ვაერი ჩეჩელაშვილმა.
 
რუსეთმა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 8 ივლისს სარემონტო სამუშაოების მოტივით დაკეტა. თუმცა, ქართულმა მხარემ დაგმო ეს გადაწყვეტილება და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)