პატარკაციშვილი ლონდონის საფეხბურთო კლუბით დაინტერესდა

ტელეკომპანია “იმედის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ლონდონის საფეხბურთო კლუბის West Ham United-ის ყიდვას გეგმავს. თუმცა, დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ არ ვრცელდება.


პატარკაციშვილი თბილისის დინამოს საფეხბურთო კლუბის მფლობელია. გავრცელებული ინფორმაციით, მას გარკვეული ინტერესები ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბშიც  – Corinthians – აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)