ქუვეითის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა
დღეს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ქუვეითის პრემიერ-მინისტრი შეიხ ნასერ ალ-მოჰამედ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი.
14 სექტემბერს შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქუვეითის პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა.
ქუვეითის პრემიერ–მინისტრს ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)