EBRD თბილისში რეგიონალურ ცენტრს ხსნის
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისში რეგიონალურ ცენტრს ხსნის, რომელიც მოიცავს კავკასიას, მოლდოვასა და ბელარუსს, განაცხადა EBRD-მ 25 სექტემბერს.
EBRD-ის განცხადებით, თბილისში რეგიონალური ცენტრის გახსნა ბანკის საქმიანობის გააქტიურებაზე მიუთითებს. 25 სექტემბერს ცენტრის გახსნის ცერემონიას EBRD-ის ბიზნეს ჯგუფის დირექტორი ოლივერ დესკამპსი დაესწრება, რომელიც ამ მიზნით თბილისში იმყოფება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)