ცესკო: არჩევნები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიმდინარეობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დაიწყო და მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამ დროისათვის ამომრჩველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია, “რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალი იქნება“.
ჩალაგაშვილის განცხადებით, არჩევნები შეუფერხებლად და ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს ასევე ზემო აფხაზეთში – კოდორის ხეობის ოთხივე უბანზე.
ცესკო–ს თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ მცირე დარღვევები უკვე დაფიქსირდა, “თუმცა მათ არჩევნების მსვლელობაზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ“.
ორი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებს: “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” დღეს გვიან ღამით გამოაქვეყნებს შედეგებს, ხოლო “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 6 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში გამოაცხადებს პარალელური დათვლის შედეგებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)