ლავროვი საქართველოს შესახებ საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 5 ოქტომბერს ვარშავაში განაცხადა, რომ საქართველოსაგან მოელის ანტირუსულ პოლიტიკის შეწყვეტას.
“ეს მოაგვარებს ყველა პრობლემას, რომელიც არის ჩვენს ურთიერთობებში“, – იუწყება “ინტერფაქსი“ ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას, “რომელმაც მშვენივრად იცის ახლანდელი ურთიერთობების მიზეზი“.
სერგეი ლავროვი ასევე შეეხო გაეროს უშიშროების საბჭოში მოსალოდნელ განხილვებს, რომელიც საქართველოს, კერძოდ კი აფხაზეთზე რეზოლუციას შეეხება.
“ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ – როგორც ეს რუსულ პროექტშია ასახული, –რომ ამ რეზოლუციაში აისახოს უშიშროების საბჭოს ადრე მიღებული გადაწყვეტილებების უხეში დარღვევა ქართული მხარის მიერ, რაც ასევე დაფიქსირებულია გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში“, – განაცხადა მან.
ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის მილიცია განაგრძობს ეთნიკური ქართველების ან საქართველოს მოქალაქეების მიერ კუთვნილი ბიზნესის დევნას. 5 ოქტომბერს ღამით მოსკოვში ფინანსური დარღვევების მოტივით უკვე მესამე სამორინე დაიხურა, იტყობინება რადიოსადგური “ეხო მოსკვი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)