რუსეთში გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს მოსკოვის სანქციებს
რუსეთში გამოკითხულ რესპონდენტთა 40% აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები “ადექვატური და ეფექტურია“, აღნიშნულია სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში.
რესპონდენტების 22% რუსეთის ქმედებებს “არაადექვატურად“ მიიჩნევს და მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯები გადაჭარბებულია.
ამ სახელმწიფო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 14-15 ოქტომბერს რუსეთის 46 ოლქში 1 600 რესპონდენტს შორის ჩაატარა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)